2 აგვ 2009

სახიფათო ფასდაკლება

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა – ჩემო გურამ, ქართველები სულ ორი მირავოი რამე გაქთ, ბარჟომი და ლიმანადი. პირველი ღმერთი გაჩუქათ, მეორე – ლაღიძე.

ისე, ეგ ლაღიძეც ალბათ სომეხი იყო, თორე ვის უნახნია ქართველები სომხებზე სიმღერებსა სწერამდნენ.

გურამა – რაცხა მე არ მახსენდება მაგნაირი სიმღერა და იქნება თითვან გამახსენო…

რუბიკა – იი! რა ბევრი ეგეთი სიმღერა გაქთ, რო ეგ ვერ გაიხსომო. აი, ისა – სად არის სხვაგან ახალი ვარაზი.

ჩემ პაპაჩემი ვარაზა, ეგ სიმღერა რო პირვლად რადიოში გაუშვეს, თავის ბუტკაში ზიოდა და მანდ მოუსმინა.

ხო ბევრი არაფერი, პროსტა ყურადღების მამენტია დაფასების ამბავში და რამე.

ეგაც, გული ეგრე აუჩუყდა, რო ერთი სათი შკოლნიცასავით ტიროდა.

მაგის მერე, მაღარიჩის ამბავში, მთელი ერთი კვირა პიტიდისტი პრაცენტნი სკიდკა გამააცხადა ტუფლის ჩისტკაზე, ანუ, პირველი ტუფლი უფასოდ.

მაგრათაც მიჰქარა.

მაგ დროს ხო ომი ახალი გათავული იყო და პაჩტი ყველას ცალი ფეხი არა ჰქონდა. ჰოდა, მთელი ეგ კვირა მაგასთან ცალფეხების ოჩერედი იდგა.

ეგეთი ვრედნებიც ბლომათ იყო, ცალი ტუფლი რო იწმენდამდნენ და და იძახდნენ – მეორე ჩემთითონ გავწმენდამ.

საწყალი ვარაზაც მთელი კვირა ვალიდოლი სემიჩკივით ყლაპამდა.

ბოლოს კიდე ეგა სთქვა – ლაღიძევსკი წყალი მისვამს, ჩისტკის ფასიც დამიკლია, დამიჭირეს, მკლავი მამჭრეს, რატომ კარგი რამ გიქნია.

.

pixelstats trackingpixel

ტეგები: ,

დატოვე კომენტარი