22 აგვ 2009

ღვთაება სეთის კვალდაკვალ

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ეთნოლოგია

მცირე შესავალი განწყობისათვის

როცა ადამიანთათვის მზეა თაყვანისცემის საგანი, კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ეს რელიგიაა, მაგრამ როცა მზის სხივს ცალკე განმკარგულებელი ღვთაება ჰყავს, მზის ჩასვლასა და ამოსვლას სულ სხვა და მიწისქვეშეთში კიდევ ვიღაც ქომაგობს, რათა ვინმემ არ გადაყლაპოს, ასეთი მზე ღმერთად ძნელი წარმოსადგენია.

ხოლო როცა პანთეონის რაღაც ნაწილი გადადის სხვა კულტურაში, ეს კიდევ ერთი არგუმენტი უნდა იყოს იმისა, რომ ამ ფორმით ცოდნის შენახვა–გადაცემა იყო უმთავრესი.

ამდენად, უფრო სავარაუდოა რეალურ პირთა გაღმერთება და მათი თავგადასავლის მიბმა რიტუალთან, რათა ამ დრამატულ თავგადასავალთან ერთად შთამომავლობამ, ვთქვათ, ხვნა–თესვის ჩვევები და ვადებიც იოლად დაიმახსოვროს.

***
ღვთაება სეთი ვფიქრობ განსაკუთრებით საინტერესო წარმომადგენელია ძველეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონისა.

მისი გავრცელებული გამოსახულება, დაბლა დადრეკილი დინგის გამო, ხშირად ჭიანჭველაჭამიას დარდება, თუმც კი ადრეულ მასალაში (ძვლის სავარცხელი ამარნიდან) იგი სავარცხელი ამარნადანძაღლის მსგავსი ცხოველია, ამავე დროს, ხანდახან შავ ღორად მოიხსენებენ, ხანაც მწითურად.

სეთი ზოგი ვერსიით ჩრდილოელი იყო, დიდი დათვის თანავარსკვლავედში ცხოვრობდა, (არკადი, ურსულა, პელასგური დათვის კულტი), ეგვიპტეს ომში დახმარება გაუწია, თეთრი პირისახისა იყო, ეგვიპტეში ხე–ტყე და ლითონის ნაწარმი მოჰქონდა, მზეს შველოდა და გველეშაპ აპეპის მოკვლა მხოლოდ მას შეეძლო, ტრაბახი უყვარდა, ოდესღაც მიჯაჭვულიც ჰყავდათ იმ თავის ჩრდილოეთში…

სეთი და ბერიკათავდაპირველად იგი ღვთაება რას დამხმარეა. კერძოდ – სეთი იცავს რას გველეშაპ (დიდი გველი) აპეპისაგან, რომელიც ნიადაგ მის შთანთქმას ლამობს, ერთი კია, რომ ამ შველას სეთი ხშირად აყვედრის რას, რაც კონკრეტულ ადამიანურ საქციელს უფრო ჰგავს.

ეს პასაჟი ძალაუნებურად გვახსენებს სვანურ ქავშელდიანს, რომელიც მზეს იცავს გველეშაპისაგან.

მითის მიხედვით სეთმა მოჰკლა ოსირისი და მიითვისა მისი გვირგვინი. ამის შემდეგ სეთი და ჰორუსი ერთმანეთს ებრძვიან სამყაროზე სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად.

ეგვიპტის ზემო და ქვემო სამეფოს გაერთიანების შემდეგ სეთის კულტი თანდათან სუსტდება (ანუ მისი მიმდევრებისა იმდენად აღარ ეშინიათ ეგვიპტელებს).

თრიალეთის თასისეთის გამოსახულება საბოლოოდ არცერთ ცხოველთან არ არის იდენტიფიცირებული, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს მგლის ნიღბიანი კაცია, მაშინ გასაგები ხდება, თუ რატომაა ცხვირი წვრილი – იმიტომ, რომ ქვედა ყბა აკლია.

ანუ ეს ბერი ბერიკას ნიღბის მაგვარი რამ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ეგვიპტურ სკულპტურებშიც და ნახატებშიც ეს აშკარად ნიღაბს უფრო გავს, ვიდრე ცხოველის თავს კაცის ტანზე შეზრდილს.შუმერული საბეჭდავი

პროტოქართული ცივილიზაცია კი არაერთი მეცნიერის მიერ მიიჩნევა აგრარული საქმიანობის პიონერად. აქვე გავიხსენოთ, რომ ამირანის მითში შემორჩენილია შრე, რომელიც მის ვეგეტატიურ ბუნებაზე მეტყველებს (შავი ვეშაპის წიაღიდან გაათკეცებული ძალისა გამოდის, რაც ჩვეულებრივი ხორბლის მარცვლის თავგადასავალია).

მგელი მთვარის საკულტო ცხოველია (აქ სვანური “მამბერ” გავიხსენოთ), ხოლო მთვარე – საუკეთესო აგრარული კალენდარია.

ისღა დაგვრჩა დავძინოთ, რომ მესტიის ძველი დასახელებაა სეთი. თავიან–კუდიანი მგლის ტყავის მოსხმის ჩვეულებამ კი აქ მეოცე საუკუნემდე მოატანა (გაიხსენე თრიალეთის ვერცხლის თასიც, მსგავსი კომპოზიცია ხშირად გვხვდება შუმერულ ხელოვნებაშიც).

და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, მეტი დასკვნებისთვის ჩემი განათლება არ კმარა.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , , , ,

3 გამოხმაურება to “ღვთაება სეთის კვალდაკვალ”

  1. ელდორადო ამბობს:

    მადლობა ასეთი სიტესთვის.ზალიან საინტერესოა.

  2. გულნარა ამბობს:

    ტყუილად კი არ ვამბობ ,გენიოსი ხართქო,აა ბატონო ფაქტი.

  3. ისკანდერ ამბობს:

    ეგვიპტის ფარაონთა დასაბამი წმინდა კოლხიბერიულია,ქურუმული ცნობიერება სიტყვები, მეტალურგია სელის დამუშავება,ასტროლოგია არქიტექტურა,ოზირისი სამეფო დინასტიის პირველი მამამთავარი რომელიც მოდის აღმოსავლეთიდან მოაქვს ათუმის კულტი 7 ბრძენი,დამარსებელია იქაურ აბორიგენებში მეცნიერებისა დამეტალურგიის,იგივე სეთი მგლის ტოტემის ქურუმი რაც წმინდა კავკასიურია იბერ,მგერ,მგელ,ერ,ორ,მგლის ამგვნიშვნელია შუმერულთან კავშირში,მგელი უზენაესი ქურუმია იგივე მგელ ძაღლა მგელ ლომა,იგი მცველია ჰერმეტული საიდუმლოსი ორი სოფელის შუამავალი,ზემო და ქვემო ეგვიპტის გამსაზგვრელი,როგორც იმერ ამერის,იგივე კა-ს და ბა- განსაზგვრებათა მცოდნე,ურ_ხე_კუს შემწირველი…

დატოვე კომენტარი