რუბიკონი – უბნის სიამაყენი
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონიგურამა – რო დაგიჩემებია და იძახი – ჩვენი უბანიო, ესაო და ისაო, რა გაქ სატრაბახო, ვერ გევიგე. შენზე გამოჩენილი კაცი თუ გაზდილა აქ ვინმე?
რუბიკა – ჯერ ერთი ეგ ცოტა არ არის. მეორეც – მა არამაის მიასნიკიანი რა, საამაყოვი კაცი არ არის?
გურამა – ეგ ვიღა მყავს?
რუბიკა – ჩემი სიდედრის ბოლო ქმარის ძმა, იუვილირნი მასტერი, ეხლა მოსკოვში ზის და ტიხრული მიგანქარდი კეთავს, ინკრუსტრაწია და რამე.
ან ჩვენი საწყალი ხოზო აიღე, ბეზ პიწი მინუტ ამერიკის გრაჟდანინია.
გურამა – საწყალი რაღატოა?
რუბიკა – უჟე ორი თვეა ბალნიცაშია.
ეგ ხო ბოსტონში გლავნი რესტორანთან სიროფიანი წყალი ყიდებს.
ერთხელაც მაგ რესტორნიდან პიანი ბეისბოლისტების კამანდა გამოვიდა და ვდრუგ თამაში არ მოუნდათ. პუჭურა ბურთი ეძებდნენ და ყველაზე პადხადიაშჩი ჩვენი ხოზო ნახეს. დაიჭირეს და სულ თავისი დუბინკები ურტყეს ეგ ახვრები.
ზატო მერე, რო არ უჩივოს, იმდენი მაყუთი მისცეს, რო იძახის – ერთხელაც ვეცემინები და ეგ რესტორანიც ვიყიდებ.
ეხლა სამი გლავნი ამბავიც გეტყვი, ოღონდ ოცი წელი არავის უთხრა. გასუდარსტვენი ტაინა, ელი.
ერთი ჩვენი უბნელი აისორი იყო, ჯაგა რქვოდა. ეგეთი შავი იყო, რო დაჟე ბიძაჩემი ჩორნას ეძახდა.
მერე ბერიამ ინდოეთში სპეცზადანია მისცა და მანდ უჟე ვაჟნი სახელი მისცეს – ჯაგახარლალ ნერუ.
ხო აზრზე ხარ, ვინ ეგ იყო…
მაგას ჩემი პაპიკა პატრობისას ეგრე უყვარდა, რო ევკალიპტოვი მედვეჟონოკის სახელი ეძახდა.
გურამა – რა სახელი?
რუბიკა – კუალა…
გურამა – ვა–ხა–ხა–ხა! კაია, მარა თუ ცხოველს ადარებდა, დიკობრაზი უფრო არ შეეფერებოდა?
რუბიკა – არა, პაპიკას ლობიო უყვარდა და ეგ კიდე ყველაზე კუალა თოხლია.
.
დატოვე კომენტარი