24 სექ 2009
რუბიკონი – პროფესიული ალღო
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – გურამ, ნახე, აქეთ რო კაცი მოდის, იცი რატომ ეგეთი ტანჯვილი სიფათი აქვს?
გურამა – რა ვიცი, ავი სიდედრი ყავს ალბათ.
რუბიკა – ეგაც შესაძლოვანი არის, კი, მაგრამ თუ ჩემს პრაფესიანალიზმს ენდობი, მაგას ტუფლი უჭირავს.
გურამა – შენ მე ბრუციანი ხო არ გგონივარ. ტუფლი კი არა, კეისი უჭირავს.
რუბიკა – რა კეისი, ოცი წელია საპოჟნიკადა ვზივარ და ეგეთი ტუფლის სახელი მე არ გამიგია.
გურამა – ე ბიჭო, რას ჩააცივდი ამ ტუფლს. კეისი არის პატარა ჩემოდანი. მაგაში ბოვშის ტუფლი ძლივს ჩეეტევა.
თანაც, განა რამსიმძიმე და რამხელა უნდა იყოს ტუფლი, რო ასე მოკაკვოს კაცი.
რუბიკა – იი! რატომ მაგხელა, ნაბაროტ, ტუფლი ხო რაც უფრო პატარაა, მით უფრო გიჭირამს. შენ რა, მოჭირული ტუფლი არასდროს გცმია?
.
დატოვე კომენტარი