რუბიკონი – აი, ბალამ, ბალამ
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონიგურამა – იმ დღეს რო მოგაკითხა, შავ–შავი კაცი რო იყო, რა ქვია იმას?
რუბიკა – აქ ყველა შავი მოდის, როგორ ეგრე გამოვაცნო?
გურამა – ე, ბიჭო, იმფერი სახელი რო ქვია, ქე რო ქალსაც არქმევენ…
რუბიკა – მე ეგრეთიც ვიცი, რომელიც რომ ვრაცები კაცზეც არქმემთ, ქალზეც და დაჟე ცხოველზეც – ნუკრი. კიდე ეგრეთიც ვიცი, რომელიც ქალზე, კაცზე და მცენარზე – კუკური.
გურამა – არა, მარტვა კაცი და ქალი რო იყოს.
რუბიკა – გიული?
გურამა – არა, რაცხა უფრო იმნაირი…
რუბიკა – რამაზი?
გურამა – ბეჩა! ქალზე დარქმეული რამაზი სა გინახია შე დურაქო.
რუბიკა – აი, კულტურნად რო ცხოვრებობდე და ჰამაც თეატრშიც შახვიდოდე, ეგ სისულელე არ იკითხამდი.
გურამა – თეატრში ვიღას ქვია რამაზი, კარენინას თუ ტურანდოტს?
რუბიკა – იი! ხანუმა მაინც არ გინახნია, ჩხიკვაძე რო ხანუმას უმღერამს – შენც რამაზი, მეც რამაზი ხანუმ–ჯან… ისე, გახსომს რა რამაზადა მღერის?
.
დატოვე კომენტარი