რუბიკა – ერთი რა სწერია მაგ გაზეთში ეგეთი, რო ეგრეთი ბლაჟენნი ულიბკა გაკერია…
გურამა – ჭკვიანი ხალხის გამონათქვამებია ფულზე.
რუბიკა – მერე? რატო ხმამაღლა არ კითხვილობ, ნეუჟელი მარტო საშენო რამეები სწერია?
გურამა – კი, ბატონო. ა, მაგალითად, ვოლტერს უთქვამს – როცა საქმე დიდ ფულს ეხება, ყველა ერთ რელიგიას აღიარებსო.
რუბიკა – ეგ ჩემთვინ ჩერეზჩურ სლოჟნია. აბა, კიდე უთხარი.
გურამა – აჰა, ეს პირდაპირ ჩვენზეა. მარკ ტვენს უთქვამს, რომეო – მეგობრობის გრძნობა თავისი ბუნებით იმდენად წმინდაა და მყარი, ერთგული და მდგრადი, რომ იგი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგყვეს, თუ ფულის სესხება არ გთხოვაო…
რუბიკა – იი! ეგ რო მართალი იყოს, შენს ნახვაზე ყოველდღე ინფარქტი უნდა ვიღებდე, მაგრამ მეგობრობა ეგრეთი რამეა, რო ხანდახან ფულიც გავიწყებს.
გურამა – ისე, რუბიკ, თუ აღიარებ რო ძმები ვართ, უნდა დაამტკიცო კიდეც.
რუბიკა – იი! აბა შენ მეზე ეგ როგორ იძახი, როცა რო მე მაგას დღეში ათჯერ მაინც ვაღიარებ, შენ კიდე აბა ერთი გამახსენე, როდის ეგ გითქვია.
გურამა – ჰოდა, თუ ძმა ხარ და თუ ჩემთან დასამალავი არაფერი გაქვენ, მაშვინ იქნება რამეფრათ ამიხსნა სამყაროს შენეული აღქმის ძირითადი ასპექტები.
რუბიკა – ინჩ კანსპექტები?
გურამა – ასპექტები, ანუ ხედვა, მიდგომა. იქნებ მეც სხვა თვალით შევხედო ამ სამყაროს და გადავაფასო ჩემი უსარგებლო ფასეულობები.
რუბიკა – იი! ეგ რო ეგრე იოლი იყოს, მაშინ ხო ყველა სომეხი იქნებოდა!
.
დატოვე კომენტარი