რუბიკონი – დიეტოლოგიის სიახლენი
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონიგურამა _ რუბიკა, რაცხა გამხდარი მეჩვენები. რაიმე ახალი დიეტა ხო არ იცი?
რუბიკა _ იი! კაი ხიტრი ხარ, ხო იცი. როგორ გამოაცანი?
გურამა _ ჰა, თუ იცი რამე, დაყაჭე, თვარა მეც ვიცი რაცხა და არ გეტყვი.
რუბიკა _ არა, საიდუმლო რა არი. გახდომის ახალი წამალი გამოვაგონე – აი, ხედამ, ბუტკაში ახალი პლაკატი გავკარი.
გურამა _ უჰ, შვარცენეგერი? მერე ეს რაში გეხმარება?
რუბიკა _ რა რაში, ტო. ნახე რა საზიზღნარია. ამხელა გრუდებზე ერთი ბეწვიც არა აქს. ეგრეთი ტიტველაა, როგორც ახალ დაბადული სუსლიკი. “მიმინო” ხო მგახსომს _ ტაკოი ნეპრიაზნ ჩუსტვუიუ, კუშატ ნი მაგუ.
გურამა _ ჰოო. აბა ის ჯობია, ხომ, ვართანას რო შარშანდელი ვინეგრეტით აქვს ბანჯგვლები ამოლესილი?
უი, მე მაგის ფოტოს დევიდებ ჭამის წინ. იქნება ცოტა ღიპი დევიგდო.
რუბიკა _ კიდე კარგი, რო ის კარტიჩკა არა გაქს, სადაც რომ ვართანა თავის ძმა გევორქასთან ერთად პლაჟზე მწვარია, თორე ვაბშეე სიმშილით მოკდებოდი.
ი ვაბშეე, ა ვკუსახ ნე სპორიატ…
ტეგები: ბანჯგვლები, დიეტა, რუბიკა, შვარცენეგერი
დატოვე კომენტარი