14 დეკ 2009

რუბიკონი – ქალი–პანტერა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

კლიენტი ქალი – ბატონო რუბიკა, ეს ქუსლი იქნებ გამიკეთოთ სასწრაფოდ.

რუბიკა – პაჟალსტა, ორ–სამ დღეში შამაიარე.

კლიენტი ქალი – რას ბრძანებ, სამი დღის მერე რაღად მინდა, ორ საათში გამოვივლი და მზად თუ არ იქნა, სამუდამოდ დამკარგავ, იცოდე. (გარბის)

რუბიკა – არა, ხედამ რა უთხრა? სამუდამოდ დამკარგამო. რო დავკარგო, ჯერ ხო ნაპოვნი უნდა მქონდეს. ეგ კიდე ვინ არი, ვერცა ვცნობ.
გურამა – კაი ახლა, გაგეკეკლუცა ქალი. რა ქნას, სხვა რა იარაღი აქვს, თვალის დაჟუჟუნების გარდა.

რუბიკა – ჰო, კაი ეხლა, გული ნუ ამჩუყე. ქალი ხიშნიკია, ძმაო. ყველა ქალი მაგასა ჩალიჩობს, რო შენი სისხლი სვამოს და შენი ნერვებიც დესერტად.

გურამა – ბიჭოს, თურმე რა თვალით უყურებ ამ უნაზეს არსებებს. კი, მარა, გუშინ რაცხა სხვას ჭიკჭიკებდი…

რუბიკა – იი! გუშინ როზასგან მოვდიოდი და დღეს ჩემ სახლიდან მოველი, სადაც რომ ანაიდ ვაგარშაკოვნა გიმელად მიზის. რაზნიცას ვერა ხედამ? ისე კი, რასაც რომ ეხლა ვიძახი, ის უფრო მართალია.

აი, მე, ნაპრიმერ, მთელი ცხოვრება ტყავზე ვჩალიჩობ და მაგიტომ ერთი რამე ვიტყვი – კაცის და ქალის რაზნიცა, ვპერვი ოჩერედ, ტყავის ამბავში ჩანს.

გურამა – ქალის ტყავი უფრო უხეშია?

რუბიკა – არა, კაცო, მე იმას ვიძახი, რო ვინც რომ შიგნიდან რა არის, გარედანაც მაგისი ტყავი უყვარს. ნაპრიმერ, კაცი ვასნავნომ ხმარობს ლაიკა, კაზიოლი და ბარანი.

გურამა – ლაიკის კოსტუმი და შევროს ჩექმა გამიგია, მარა ცხვრისა რა აცვია?

რუბიკა – აი ისა, ჩერეზჩურ ეროტიკული სახელი რო ქვია…

გურამა – მატყლი?

რუბიკა – პაჩტი… ტყაპუჭი, ელი.
აი, ქალი კიდე სუ ხიშნიკის ტყავში მიძვრაბა: პანტერა, კრაკადილი, ჩერნაბურკა, პიტონი და რამე. მაგის გარდა, პატარა ხიშნიკები, როგორიც რომ ყარყუმი, ყვერნა, ყროლიკი…

გურამა – ეგ ყროლიკი რაღაია?

რუბიკა – ჩვენებურად ყურდღელი, რაღა.

გურამა – მერე? კურდღელი სადღაური მხეცია?

რუბიკა – იი! როგორ გეტყობა, რო დერევენსკი ხარ. ყიურ–ყიურ ბიჭების ახოტნიჩი სიმღერა მაინც არ გაგიგია – თქვენ რა იცით ბიჭებო, ყურდღელი რა მხეცია…
.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი