გურამა – რუბიკ, მოდი გამოცანას გეტყვი. თუ მიხვდები, მალადეც და თუ ვერა – პივა იკისრე. შავია და ანათებს – რა არი?
რუბიკა – კარგი რა, ჩემი გამჭირვებია. მთელი დღე სპეციალნა სხვა რამეებზე ვფიქროვნებ, რო როზა არ გამახსენდეს, შენ კიდე, როგორც ჩორტი, თავზე დამჩხავებ – როზააა, როზააა.
გურამა – შენ ხო არ გააფრინე, როდის ვახსენე ახლა მე როზა?
რუბიკა – აბა რა შავი ანათებს?
გურამა – ციცინათელა, შე დურაქო. პივა შენზეა.
რუბიკა – არა, ისე გეთქვა რა, არ ვიკისრებდი? აბა ამ შვადღეზე ჩემთვის როზას გახსენება იქნებოდა? ეხლა მთელი დღე ხო მაგაზე უნდა ვიფიქრო და ჰამაც სიმღერები ვთხზო – ო, როზა, რატო არ გებრალები, შენ სიყვარულში დავიღალები, აბა რად მინდა მე სხვა ქალები, ეგ ოსლიკივით შავი თვალები, ოჩი ჩორნიე, ოჩინ სტრაშნიეეე…
გურამა – შენც კიდე რაღა ამ როზას ჩააცივდი. იქვე, მის მეზობლად რა გოგო ცხოვრობს, ნატაშკა, სოჩინსკი სმეტანისგან გეგონება გამოძერწილი… თანაც, პირდაპირ კისრიდან ეწყება ფეხები… უუუხ… დედაიაა…
რუბიკა – ფეხები კისრიდან რვაფეხას ეწყება, თანაც რვა. ასე, რომ საქმე მაგაში არ არის. ქალი უნდა იყოს ეგეთი, როგორც აზნავურის სიმღერა…
გურამა – ან ეგ აზნაური რაღას დაგიჩემებია. რაღა დროს აზნაურია, ანგელოზივით ბოვშები წამევიდნენ სცენაზე. ი როკი და რეპი არც მე მიყვარს, მარა კაი ტკბილად მომღერალიც ბევრია. გუშინ, მაგალითად, ტელევიზიით, ხულიო აჩვინეს, ეგლესიასი…
რუბიკა – იი! რა ეკლესიაში? ეგეთი ფინთი სახელის პატრონს ეკლესიაში რაზე უშვებენ? ჯერ სახელი გაასწოროს და მერე აზნაურთან უჩენიკად დადგეს.
გურამა – რა უნდა დეირქვას აბა? ის ხო არა, იმ შენ ცხვირა ძმაკაცს რო ქვია, რაცხა კურტუმივით სახელი როა…
რუბიკა – იი! მიკირტუმა? ეგ იცი რა მაგარი კაცია. ვალუტნი ბირჟები აქეთ მაგასთან რეკამენ – მიკირტუმ, დღეს კურსი როგორია.
ჰო, გინდა ეხლა ერთი ზაგადკა მეც გითხრამ: შეყოფ – მაყუთი იძლევა.
გურამა – მდიდარი ბებრუხანა?
რუბიკა – რა ბებრუხანა ტო, აგე, ის ბანკომატი.
პივაც გავარასხოდეე.
ტეგები: ბანკომატი, კურსი, მაყუთი, რეპი, როკი, ჩორტი, ციცინათელა, ხულიო
დატოვე კომენტარი