3 თებ 2010

რუბიკონი – აბო+ზარა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

გურამა – ნახე, ქურთი აბო მოდის.

რუბიკა – აბო–ჯან, რაღაც გახარებული სჩანხარ. მეშვიდეც ბიჭი ხო არ შეგეძინა?

აბო – ჯერ არა. გინდა უფრო კარგი რამე გითხრა – ჩვენი ბახჩო ნადიროვი, ვგიკში რეჟისორზე რო გაათავა, ეხლა ძველი ქართული კინოს ახალი ვარიანტი იღებს ჩემზე და ჩემი ცოლი ზარაზე – “აბო–ზარა”.
მუზიკაც პაჩტი იგივეა – ჩემი საქმე სოსხიაააა, სოსხიაააა, მირჩევნება ყვერაფერს, ყვერაფეეერს…

გურამა – უი, უი, რა ბეწვზე ხართ გადარჩენილი შენ, შენი ცოლი და ბახჩო ნადიროვი! აბოს მაგივრად მამაშენს ნაბო რო დეერქმია…

აბო – ნაბო რა, ცუდი სახელია? ბიძაჩემსა ჰქვიან.

გურამა – კი, მარა შენ რო გრქმეოდა, კინოს რას დაარქმევდით?
ისე, შენ ცოლს ხო ზარა ქვია. ხოდა ეს სტატიაც თქვენზე იქნება – “ზარაფხანა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს”

აბო – იი! ჩემი ზარა ჩემთითონ დავაფხან, სხვისი დახმარება რაში მჭირდება (ღიღინით აგრძელებს გზას).

რუბიკა – ხედამ, რა წესიერი კაცია? მარტო ერთ ქალთან შვიდი ბავში გაკეთა. მაგას პაჩტი ეგრე უყვარს თავისი ცოლი, როგორც მე – როზა.

გურამა – უი, ვის შეადარა! მაგ პატიოსან ქალთან შენი საყვარელი რა სახსენებელია…

რუბიკა – შენ არ იცი, როზა რა პატიოსანი ქალია. მაგისი ქმარი რო მოკვდა, მთელი ერთი თვე ეგეთი პეჩალნი სექსი გვქონდა… არა, რა გაცინებს?

.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , , ,

დატოვე კომენტარი