რუბიკონი – გოეთე თუ მოპასანი
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონიგურამა – არა, ძმაო, გოეთესხელა არც დაბადებულა, არც დეიბადება აწი. წუხელი მის “ტორკვატო ტასოს” ვკითხულობდი და თავზე ისე დამათენდა, ვერ გევიგე.
შენ თუ მოგსვლია ასეთი რამე?
რუბიკა – იი! რამდენსაც გინდა. როზასთან რო ვარ, პასტაიანა ეგრე არ მამდის.
ისე, ეგ ტასო კი გამიგია, ნახალოვკელი, მაგრამ ეგ ტერ–კვატო ვინღაა?
გურამა – უუფ, ორ სიტყვაში რაფერ აგიხსნა ახლა ამხელა ბუმბერაზის შემოქმედება.
რუბიკა – მე ბემურაზი კი არა, ის უფრო მაინტერესებს, ტასო რისგან მოკლევდება…
გურამა – რაა!?
რუბიკა – აი, ნაპრიმერ, კატო ხო ეკატერინასგან მოკლევდება…
გურამა – უჰ, შენ რა გითხარი. რა აღარ ვიფიქრე. ტასო, შენ ხარ ჩემი ბატონი, სრულად იქნება – ანასტასია.
რუბიკა – იი! ეხლა ეგეთები არ უნდა, გაიგე!? ვრაჩი ბეზ გრანიც გამიგია და შუტკი ბეზ გრანიც – არა.
გურამა – გამაგებიე მაინც, რა გეკბინა ასე მწარეთ.
რუბიკა – რა, და შენ გინდა უთხრა, რო ჩვენი ნაციანალნი გეროი ანასტას მიკოიანს შინაურობაში ტასიკო რქვოდა?
აი, მაგიტომაც ეგ ფაშისტი ნემცები არ მევასება. მე ფრანცუზსკი პისატელები მირჩევნიან. ნაპრიმერ – მომპასიანი.
გურამა – გი დე?
რუბიკა – იი! ვისა ბიჭო!?…
ტეგები: ანასტასია, ბემურაზი, გოეთე, ეკატერინე, მიქოიანი, ტასიკო, ფაშისტი
დატოვე კომენტარი