რუბიკა – ვა სურიკ! ვონცეს ტო?
სურიკა – ვაბშეე, აჯობინებს, თუ სურენ მხითარიჩი დამიძახებ…
რუბიკა – იი! გუშინ სურიკა იყავი და დღეს ეგეთი მითომ რა გახდი?
სურიკა – შენ იცი ჩემი სერგო დღეს რა დოლჟნოსტი მისცეს? სისასტიკის პიდარმამენტის მემეჯმენტის პრეზერვატივი!
სერგო – კარგი რა პაპიკ–ჯან, რამდენჯერ უნა გითხრა, რო მე ვარ სტატისტიკის დეპარტამენტის მენეჯმენტის რეპრეზენტატივი, ელი.
სურიკა – ეგ მაგ დურაკს უთხარი, რო ცოტა აზრზრზე მოვიდეს…
რუბიკა – იი! პადუმაეშ! ლუკნაუში ნინარეჟი, პაჟალსტა!
გურამა – რაიო?
რუბიკა – მეთქი ყურებზე ხვახვი არ დამჭრა მეთქი.
გურამა – მალადეც, არ შეარჩინოთ ერთმანეთს არაფერი.
სურიკა – ხედამ რას იძახის? თუ ჩვენ ერთმანეთი გავაწყვიტებთ, მერე ხო მთელი ქვეყანა მაგათ დარჩება…
რუბიკა – მერე? უჩვენოდ განა რამდენი ხანი გაძლებენ? ჩვენ რო არ ვიყოთ, მაშინ ნახე, როგორ ერთმანეთი შაშჭამებენ.
გურამა (წამღერებით) – შენ რომ არ იყო, რა მეშველებააა.
რუბიკა – თორე არა. სუ სხვისი კარგები რო ისა შვრებით, თქვენ რა, კარგები არა გყამთ?
გურამა – ეე! ეე! დაუკვირდი რას ლაპარიკობ!..
რუბიკა – რა დაუკვირდი, აბა თქვენ რა უნდა გერაპრაკოთ, როცა ჩუჟოი ლენინის ათასი პამიატნიკი დადგით და სვოი იეთიმ გურჯისთვის კიდე ძლივას ერთი სკვერნი პამიატნიკი…
გურამა – რატომ არის სკვერნი? მე ძალიან მომწონს.
რუბიკა – ვინ იძახის რო ცუდია. პროსტა, რახან სკვერში დგას, ზნაჩიტ სკვერნი, რაღა.
ტეგები: გურჯი, დეპარტამენტი, იეთიმი, ლენინი, მენეჯმენტი, პრეზერვატივი, სისასტიკე, სტატისტიკა
დატოვე კომენტარი