20 თებ 2010

რუბიკონი – აურზაური არაფრის გამო

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

გურამა – რას გავხარ რუბიკა, ამისთანა რა გჭირდა, რო ასე გაგდრიკა…

რუბიკა – იი! გამდირკა არა ისა.

გურამა – აბა ამხელა ვაჟკაცი ასე რამ დაგაკუტა.

რუბიკა – იიიი! შენ თითონ გაგდირკა და გაგაკუტა, თუ კაია…

გურამა – რისი თქმა გინდა, რომ მაგ ვირუსმა სულ არ გავნო?

რუბიკა – იიიიიი! გავნო თავი გაბია.

გურამა – დაშოშმინდი კაცო, რა აურზაური იმასქენი…

რუბიკა – ზაურასაც ისა ჰქენი და იურასაც ზედა. რას გადმამეკიდე, ძმაო–ჯან, ჯერ ძლივას ჩემ ფეხებზე ავყენდი და გინდა რო უკან კრავატში ჩამდო?
არა, ხო არაფერი დაგაშავე, ჩემთვის სკრომნა ვზიოდი. მოხველი და ეგრევე მუქთა შარი.
კაკრაზ შენსნაირებზე სწერამს ჩვენი პოეტი ვართან არაქათიანი:
ბაცატრუწუნ არევტრაკან პეტკაკან,
თხაწ ფოხანციჩ ცუცადრაკან ენტრაკან,
ვახრაფოხან მოთხაწუნემ გნაცაკან,
ლავადრუცუნ ჰაპრუწუწუნ ტრაწაკან,
ავოეე!

(აი ეს კი ავტორისეული ჯაზური იმპროვიზაციაა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სინამდვილეშიც ქე ნიშნავდეს რაცხას…)

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , ,

დატოვე კომენტარი