რუბიკონი – მერ ქოშკაკარან ცაღატუნ (ჩვენი მეწაღის ფარდული)
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – გურამ, აზრობ, მაგ ხნის მუტრუკი გავხდი და ეხლა პირვლად ერევანში ვიყავი.
გურამა – ვახ, შენ რა გითხარი. რა ჩუმათ გეიპარე მერე, რავა, მე ვერ წამოგყობოდი? გვერდს ვერ დაგიმშვენებდი თუ იქაური პურმარილი მაწყენდა?
რუბიკა – იზვინი, დარაგოი, მე საქეიფოდ სად მეცალა, ჩემი ხელობის ამბავში მასალაზე ვიყავი. პა ზნაკომსტვუ ძლივას ორი თვის ზაპასი ვიშოვნე, რადგანაც რომ მთელი სოფლიო გაგო, თუ მანდ როგორი ვისში სორტ კაჩესტვა.
უჟე მთელი ფრანცია–იტალია ტყავი მანდა ყიდვილობს.
მაგდენი გამოჩენილი საპოჟნიკი ერთადა ვნახე, რო თავი მუზეუმში მეგონა.
ერთი ესპანსკი მადელიორი, ჩემი ფეხზე რო ჩემთითონ შეკერული მაკასინები ნახა, დაჟე მითხრა – კოლეგა, რა ტეხნალოგიით კეთდება ეგეთი წვრილი წვეტი?
გურამა – ჰმ! მალადეც! შენც მუქთათ ხო არ ჩოუყაჭე?
რუბიკა – დედის მაგისისამ. მეთქი – კ საჟელენიუ, კოლეგა, ეგ სხვაგან არ გამოვა, მარტო ჩვენი კლიმატი ეგრე ტყავი არბილებს.
გურამა – ისე, გამიგია, აქოურები და იქოურები ერთმანეთს ლაპარიკს ძლივს აგებიებენო.
რუბიკა – ჰო, ეგრეა. აი, კაკრაზ ჩემი პლემიანიკი მანდ ინსტიტუტი ათავებს ენის ამბავში და მაგან უთხრა, რო თბილისში წესივრული რაპრაკი არ იციან. თურმე ვრაცების ვლიანიით ჩვენი ენა ფუჭდება, პერვაზდანნი ზვუჩანია ჰკარგამს, ელი.
ნაპრიმერ, თქვენები რო ვ ზნაკ საგლასია იძახით – ხო, ეგრეც ჩვენები – ხა. ისინები კიდე თქვამენ – აიო.
ისე, მამაძალი, ყველაფერზე რო მაგდენი ზვუჩნი ბუკვები თქო, ეგ ხო რაპრაკი კი არა, უჟე ოპერნი არიასავით გამოვა.
ნო, ს დრუგოი სტარანი, მერ ბანასირაკან, უღადრუცუნ ევ ქეთადრუცუნ – მერ წაწუკ ჰრაწან.
(ჩვენი ფილოლოგია, ორთოგრაფია და პუნქტუაცია – ჩვენი საიდუმლო იარაღია).
ტეგები: ენა, ერევანი, იტალია, კლიმატი, მუტრუკი, ორთოგრაფია, პუნქტუაცია, პურმარილი, ტყავი, ფილოლოგია, წვეტი
დატოვე კომენტარი