რუბიკონი – ერთი დაბადვა, ორი სმერტი…
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – გურამ, ჩვენი საწყალი მოშე რო მოკდა, სინამდვილებში ორჯერ თურმე მოკდა, ხო იცი…
გურამა – კი, მარა, რავა?
რუბიკა – რავა და სიკვდილის წინიდან თავისი იძინსტვენი ნასლედნიკი დაუძახა, რიჟა იცხაკა, და უთხრა – გინდა ჩემი ზალატოი აპრავის აჩკები თავისი ფასში მოგყიდებ.
იცხაკაც – რად მინდა, რო მოკდები, ისედაც ხო მე დამრჩება. თუ გინდა, ნახევარ ფასში ავიღებ.
მოშეც მისცა და ინფარქტიც დაირტყა…
გურამა – რატომ, შვილმა რომ ჭკუით აჯობა?
რუბიკა – არა, ტო, თურმე იცხაკა სიხარბისგან იჩქარა და არცა ნახა, რო აპრავა ზალატოი კი არა, აზალოჩენი იყო.
გურამა – მერე, მოშეს რაღა ეტაკა?
რუბიკა – რა რა? მთელი ცხოვრება რო აგროვო და ბოლოს ეგრეთი დურაკს ჩააბარო, რა გამოვიდა? რო მითომც პირდაპირ კვდარი დაიბადე?
ხოდა, მიდი ეხლა და გაგე, თითონ რო კვდებოდა, მაგიტომ მოკდა თუ ჯერ ინფარქტისგან და მერე თავისით…
დატოვე კომენტარი