25 აპრ 2010

რუბიკონი – ეროვნული დეფექტი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა – კაცო, ქართველები რო სულ სხვებზე დაგვცინებთ, საკუთარი ნაკლი რატო ვერა ხედამთ?

გურამა – რა არ მოგეწონა ჩემი, მიხვრა–მოხვრა თუ გვარიშვილობა?

რუბიკა – არა, მაგას ვინ არ ხედამს, მაგრამ ერთი მურტალი რამე თქვენცა გჭირთ.
ნაპრიმერ, იმ დღეს ეგ შენი პლემიანიკი აქ გაიარა და იძახის – “სალიამი!”
ვაჰ, ვფიქრობ, ნეუჟელი ბიჭი ჭკვაში ჩავარდა, ელი, კალბასის ვაჭრობა დაიწყო. საღოლ, გურამას რო არ დეემსგამსა, თორე ეხლა მაგასაც რო დეეწყო – თუმანი მსესხე რა და ეგეთები, ხო ფსიხუშკაში წამაღებდნენ.
ვდრუგ გამახსენდა, რო ცოტა კანიაკი კიდე მაქს. მეთქი პერერივზე ერთი რუმკა ჩავარტყამ და ზედაც სალიამი მივატანებ.
ვეძახი – სინოკ მოდი ერთი სალიამი მამე.

ეგაც – მე რა მოვალე ვარ, რო მეორადაც მოგცე. პირიქით, შენ უნდა დამიბრუნო აწი.

მე – სინოკ, მგონი ეგრე დავბერდი, რო წესივრულად ვეღარ მესმის. შენ როდის მე სალიამი მამე?

ეგაც – მევედი თუ არა, ხო მოგეცი სალიამი, ახლა შენი ჯერია?

მეთქი – რა მოგცე, ფული?

ეგაც – სალიამში ფულს ვინ ოხერი ითხოვს. შენც სალიამი უნდა დამიბრუნო.

მეთქი – ეგ რაღა გამოვა. თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი ვერა ვნახე, ელი!

ეგაც – რავა სულ გამორჩენაზე ხარ, ვიღაცა ხარ. სალიამს რო მოგცემს კაცი, დოუბრუნე შენც და ორივე ხო იქნებით კმაყოფილი. ხოდა, მაგაზე მეტი მოგება რაღა გინდა? ის გამოთქმა მაინც არ გაგიგია, წერილებს ქე რო იწყებენ–ხვამე – ვიღებ კალიამს და გიძღვნი სალიამს.

მეთქი – დაიცა, დაიცა, აბა უთხარი შენი ტუფლი რა ჰქვიან?

ეგაც – სალიამანდრა.

მეთქი – აბა ქართულად უთხარი – როდინა

ეგაც – სამშობლიო

მეთქი – ვსო იასნა…

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , , ,

დატოვე კომენტარი