19 მაი 2010

რუბიკონი – მახათი ხალვაში

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა (ღიღინებს) – ზამთრის ყინვა რას დამაკლებს, შენ რომ გხედამ, გული მტკივააა, შენი სიყვააარუუული მშივაა, შენი სიყვააარულიი მშიივააა.

გურამა – ვახ! შენ რა გითხარი. ჩემს გულში ზიხარ და ეგ არი.

რუბიკა – ვაა, ეს ვინ მოსულა. იმ ტაღანდავორ, ბაიც ბაცი დრანიც ცუილ ტღა (ჩემი ნიჭიერი, მაგრამ თანაც ზარმაცი ბიჭი). აბა, ისიც უთხარი, რატომ შენი გულში ვზიოდი?

გურამა – ქალი შემიყვარდა ნამეტნავად.

რუბიკა – იი! შენა და ეგეთი ნეჟნი ჩუსტვები? ტყვილად კი არ თქომენ – სიყვარულო, ძალსა შენსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი…
ისე, ვინ არი ეგ უბედური, რომელსაც რო დიდი შარი ელის.

გურამა – აგერ, ჩვენ ბაზარში რო ტკბილეულის სექციაში გოგო დგას, გულსუნდა.

რუბიკა – იი! სამა საბოი გულს უნდა, მა ფილტვს ხო არ ენდომება.
ეე, მა რა გეგონა, სუ ჩემზე რო დამცინოდი. აი ეგეთი მურტალი რამეა სიყვარული. თანაც, როგორც მახათმა განდი მბობს: მახათი ხალვაში არ დაიმალება.
სინამ ქალი შენი გახდება, შიგნიდან ეგეთი პაჟარი გინთია, მითომც ვეზუვი.
მახსომს, როზასთან რო სუ პირვლად ამბავი და რამე, ერთი ეგეთი ლექსი დავწერე, რო ჩემი თავი ჩემთითონ შამიყვარდა. ლესირ, ახპერ–ჯან (მისმინე ძმაო):

ჩვენი ენით როზა ხარ, ვრაცის ენით – ვარდი,
დაგინახე თუ არა, სრაზუ შამიყვარდი,
გულში დაუკითხავად რაზე შამობრძანდი,
იქაც კუდი გაშალე, მითომც ფარშავანგი,
აშუღივით მამღერებ კაცი დარდიმანდი,
ხიშნიკი ხარ ნამდვილი, როგორც ლეოპარდი,
ღამით ხშირად ვნახვილობ შენი ქუჩაბანდი,
იქნებ ზანავესკაზე ვნახო შენი ლანდი,
ნეუჟელი ვინმეს აქს ეგრე ტკბილი დარდი,
გული რო გაგიშალე, რატომ ამიშარდი,
ამიმყრალდი, როგორც რო პადიეზდში შარდი,
თითონ თუ არ გიყვარდი, თვალი რად მიკრამდი,
რატომ ჩემზე მაგდენი კამპლიმენტი თქვამდი,
ნუთუ გურამასავით გახდი სიაფანდი,
რაც რომ ამდენი ხანი დარდისაგან ვსვამდი,
მაგ ფულებით ნორკოვი შუბაც გიყიდამდი.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , , , ,

2 გამოხმაურება to “რუბიკონი – მახათი ხალვაში”

  1. მაკო ამბობს:

    ვაიმეეეე,შავღონდიიიიიი :) )))))))))))

  2. ცისანა ზიზიკორე ამბობს:

    ცუდათ ვაააააააააარ

    რუბიკა – იი! სამა საბოი გულს უნდა, მა ფილტვს ხო არ ენდომება.

დატოვე კომენტარი