7 ივნ 2010

რუბიკონი – ქიშმაშუნი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა (ღიღინებს) – გულს რად მიკლამ, მე სიცოცხლე როდი გამითავებია.

გურამა (თავს შემოყოფს) – რუბიკასა გუტალინით ტუფლი გაუშააააააავებია,

რუბიკა – გურამას კიდევ ლოთობით სახლი გაუტყავებია. ჰა! კარგია შაირობა? ხო იცი, რო ეგ ამბავი მეც კარგა გამამდის.

გურამა – მასთეც რო იყოს, იმასაც ხო აქ მნიშვნელობა, ვინ უფრო კაცურათ იზამს ამას.

რუბიკა – ბარემ ისიც უთხარი, ეგ კაცური რას ნიშნამს.

გურამა – კაცური არი ქიციც რო იცი და ქიცმაცუნიც.

რუბიკა – იი! ეგ ქი არ ვიცი და ცმაცუნი ნაღდად კარგი იცი, ხო იცი, და, ვაბშეე, თუ მაგაზე წავიდა, ჩვენი ტიგრანა პეტროსიანი ქიშიც იცოდა და ქიშმაშუნიც…

გურამა – ეგ ქიშმაშუნი რაღაა?

რუბიკა – ქიში ხო მეფეზე უგროზაა, ქიშმაშუნიც ალბათ შახ–გარდელი, ელი.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , ,

დატოვე კომენტარი