22 ივნ 2010

რუბიკონი – კენჭის ყრება

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

გურამა – წუხელ შენი სიდედრი ვნახე, მშვენივრად გამოიყურებოდა.

რუბიკა – ზნაჩიტ სხვა ნახე.

გურამა – მე ადამიანებს სულ სხვა თვალით აღვიქვამ. უნდა შეეცადო და ყველა მათგანში რაიმე კარგი, რაიმე ლამაზი დაინახო. უამისოდ ან ცხოვრებას რა ფასი აქვს.
საერთოდ, ხალხი თუ გიყვარს, მის სამსახურში უნდა ჩადგე და ეცადო უფრო მეტის გაკეთება შეძლო ადამიანებისთვის, შენი თანამოქალაქეებისთვის, თუნდაც შენი რაიონისთვის.

რუბიკა – იი! რაღაც ნაცნობი პესნა მესმის, ხო იცი. დაიცა, ეგეთი სიტყვები ეგენები იძახიან, ვინც რომ კენჭის ყრება აპირებს.
ისე, ერთი ეგეც ვერ გავიგე, კენჭი როგორ უნდა გაიყარო. ადრე მახათი იყრიდით ხოლმე და ეგ კიდე წვეტნოი მაინც არი, ელი.
ჯერ კენჭის გავლა რა მურტალია და ეხლა კიდე გაყრა? არა, თქვენ ნაღდად კამიკაძედ ხართ ამქვეყნად მოსული. გვარებიც მაგიტომ ეგეთი – კამკამიძე, ამბოკაძე, კიკაბიძე და რამე.
ჰა, უთხარი, მართლა კენჭი ხო არ უნდა იყარო?

გურამა – რავა, ვისზე რა ნაკლები ვარ? ერთი მითხარი, ქართულ პოლიტიკაში ვინ არი ჩემზე უკეთესი ბიჭი.

რუბიკა – იი! მეც სუ ეგ არა ვტირივარ. რო იძახიან – ერთი მეორის უკეთესი, პოლიტიკაში კიდე ნააბაროტ გამოდის, ხო იცი.
ყველანი პასტაიანა ტილივიზორში ზიან. მგონი, მაგდენი კანალიც სპეციალნა მაგისთვის გაკეთეს, რო ყველა როგორმე ჩაეტიოს.
მთელი დღე ლაქლაქია. საქმე როდისღა უნდა ქნან, ელი. ორი ბუკვა კანონი დასწერამენ, სამი სათი მაგაზე რაპრაკობენ.
აი, კურიცა რო იაიცა უნდა დოს და წინდაწინ რო ერთი ამბავი სტეხამს, მითომ ნახეთ რა მაგარი რამე ვშვრები და ბოლოს მარტო ერთი ყვერცხი.
თქვენი საქმეც ეგრეა, ოღონთ უფრო მურტლად. რასაც რო თქვენა კაკანებთ, ყვერცხიც რო მაგოდონა დადოთ, სტრაუსი შაშურდებოდა, ელი.
მე კიდე თქვენს უკნიდან არც სტრაუსის ყვერცხი მინახნია და არც ტრედის.
შენ კი, გურამჯან, ერთი უმნი ვეში გეტყვი:
თუ გინდა რო ხალხებმა შენთვის გაღოს გულები,
საკმარისი არ არი მარტო ბევრი ფულები,
ჰამაც ნდობა გჭირდება, ჰამაც – სიყვარულები,
რო ლიდერად გირჩემდნენ ყველა დაჩაგრულები,
რადგან დაჟე თუ ქვეყნად ყველა ფული შენია,
კუპიშ პალაჟენია, ნო ნე უვაჟენია!

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , , ,

დატოვე კომენტარი