ტელეფონის ზარს ველი. ნახევარია ცხრის. გარეთ კი ქარი ქრის, ვით მელოდია ძველი. თან ისე წვრილად ცრის, რომ ჰაერია სველი.
ძნელია, ძალზე ძნელი, ლოდინი შენი ხმის.
წვიმა, ვით ცრემლი წმინდა, მტირალა ღრუბლის შვება, მოღაპაღუპობს ციდან და ცხელ მინაზე შრება.
მოუსვენარობს ქარი და მასთან ერთად ფრი-ფრის ეს დამღალავი ჯარი ფორიაქის და ფიქრის.
ბინდი მოხშირდა ღამის, დრო სწრაფად მიიპარება, მიუხედავად ამის, თვალს რული არ ეკარება.
შენ კი, ყინულო ლამის, ისეთი ხარ უკარება… ნუ დამანატრებ ღიმილს, მაღირსე გამოდარება.
ახლა მივლულავ თვალებს და ისე ცხადად გხედავ… თუმც მოფერებას შენსას ვერც ოცნებაში ვბედავ. შენ კი ცხრაკლიტულს კეტავ, ქავი გარტყია ლოდის. ეს სიყვარულიც ნეტავ ტკივილით რატომ მოდის…
შეაფათქუნებს იჩქით ამ გაუსაძლის ლოდინს ერცახე ჩქამი ჩიტით დაფეთებული ტოტის.
როდის დარეკავ, როდიიის?
ტეგები: ბინდი, ზარი, ლოდინი, მელოდია, ქარი, ღამე, ცრემლი, ცხრაკლიტული, წვიმა, ჯარი
ივლისი 5th, 2010 at 09:21
საინტერესო საიტია და ლექსები
ივლისი 5th, 2010 at 10:23
კეთილი იყოს
ჩემი გაწევრიანება თქვენს საიტზე.
ივლისი 10th, 2010 at 01:36
კარგი საიტია და ჩანაწერები საინტერესო
ივლისი 20th, 2010 at 22:38
კობა ღმერთმა ნუ მოაკლოს საქართველოს შენისთანა სულიერი შემოქმედი ადამიანები)))
აგვისტო 29th, 2010 at 08:40
ძალიან საინტერესო რიტმი, მძიმე ჩაყოლა, ტკივილის განცდა..და სრულიად
მოულოდნელი აქცენტი..:”შეაფათქუნებს
იჩქით ამ გაუსაძლის ლოდინს ერაცხე ჩქამი ჩიტით დაფეთებული ტოტის”…
სიმძიმე წამში იფანტება..რჩება სიმების ნაზი, მსუბუქი შერხევა… მომწონს…
თებერვალი 4th, 2011 at 09:15
მოუსვენარობს ქარი და მასთან ერთად ფრი-ფრის ეს დამღალავი ჯარი ფორიაქის და ფიქრის.