სომხეთი

სომხეთი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება მიღება, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეროვნული სამოსისა და საიუველირო ნამუშევრების გამოფენა. გაიმართება კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „უნივერსიტეტის“ მონაწილეობით.

ესტონეთი

ესტონეთი

საქართველოს დროშის ფერებში განათდება ვირუს მოედანზე მდებარე ბიზნეს ცენტრი, რომელშიც საქართველოს საელჩოა განთავსებული.

ნორვეგია

ნორვეგია

იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავი მიღება, რომლის დროსაც ასევე დაგეგმილია ტურიზმის ადმინისტრაციის პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

მიღების ფარგლებში გაიმართება ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ხელნაკეთი სამკაულის გამოფენა და ქართველი მომღერლების, მიხეილ სულუხიასა და გიორგი ჩიქოვანის კონცერტი.

საფრანგეთი

საფრანგეთი

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საელჩო საზეიმო ღონისძიებას გამართავს.

პირველი ნაწილი მოიცავს კონცერტს პატარა ვირტუოზი ქართველი პიანისტების მონაწილეობით, ხოლო მეორე ნაწილში გაიმართება საზეიმო მიღება.

ირლანდია

ირლანდია

ქართული დიასპორის ინიციატივითა და საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება/კონცერტი. მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ურსა“, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ მოცეკვავეები და დუბლინში მოქმედი ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „National Rhythm of Georgia”. გაიმართება ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება და საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდება.

ლატვია

ლატვია

საღამოს 21:30 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში ქალაქ რიგის საკრებულოს შენობაზე მდებარე კოშკი განათდება საქართველოს დროშის ფერებში. განათების დროს ერთი საათის განმავლობაში ფონად ჩაირთვება ქართული ხალხური სიმღერები. საქართველოს დროშის ფერებში განათების ვიდეო გადაღება მოხდება დრონის მეშვეობით.

ლიტვა

ლიტვა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე და ლიტვის პარლამენტის გვერდით გადმოიფინება საქართველოს გიგანტური დროშა. ლიტვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩო უმასპინძლებს მიღებას. სტუმრებს ლიტვურად მიმართავს ელჩი ხათუნა სალუქვაძე.

სტუმრების წინაშე წარსდგებიან ანსამბლი „მთიები“ და „კახეთი“. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ფოტოგამოფენები: „საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“, „ქართული დამწერლობა და ხელნაწერები“ და „50 ქალი საქართველოდან“. გაიმართება ქართული სამზარეულოსა და ნუგბარის პრეზენტაცია და ღვინის დეგუსტაცია. მიღებას დაესწრებიან ლიტვის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ბელარუსი

ბელარუსი

იგეგმება ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის განათება საქართველოს დროშის ფერებში.

თურქეთი

თურქეთი

საქართველოს დროშის ფერებში განათდება თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების (TOBB) ორი შენობა (ანკარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა).

ეთიოპია

ეთიოპია

გაიმართება საზეიმო მიღება, რომლის დროსაც მოეწყობა ქართული ანბანის სამ სახეობასთან დაკავშირებული გამოფენა, სტუმრებს კი გაუმასპინძლდებიან ქართული ღვინით.

კატარი

კატარი

საქართველოს საელჩო აღნიშნავს 26 მაისს და იგეგმება საელჩოს შენობაში საზეიმო მიღება, სადაც მიწვეულნი იქნებიან კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

მოლდოვა

მოლდოვა

დაგეგმილია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების გამართვა.

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკა

დაგეგმილია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების გამართვა.