შვეიცარია/ლიხტენშტაინი

შვეიცარია/ლიხტენშტაინი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და შვეიცარიასთან/ლიხტენშტაინთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართება საზეიმო მიღება ბერნის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Bellevue Palace. მიღების ფარგლებში გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია და საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარდგენა. ამავდროულად, მიღების ფარგლებშივე, გაიმართება ქართული ანბანისა და სვანეთის სურათების გამოფენა.

საბერძნეთი

საბერძნეთი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, იგეგმება საზეიმო მიღების გამართვა. საელჩოს მიღების ფარგლებში, ბიზანტიური მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი იქნება ქართული ანბანის გამოფენა. საღამოს მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფს ადგილობრივი ქართულიპოლიფონიური გუნდი „კავკასია“, ასევე, ცნობილი ბერძენი მომღერალი იოვანა შეასრულებს სიმღერას „თბილისო“, ხოლო ბერძენი ტენორი გიორგი მისაილიდისი - ქართულ რომანსს.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფო

ლონდონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და მიღება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პატარა პიანისტები ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაზე.

ლატვია

ლატვია

გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომლის მსვლელობისას ლატვიის კონსერვატორიის კვარტეტი შეასრულებს ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.