ჟენევა

შვეიცარია - ჟენევა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილია მიღება, რომელზეც („საქპატენტი”-ს დახმარებით), მოწვეულია ქართული ფოლკლორული ჯგუფი. ზემოაღნიშნულ საღამოზე ევროპულ სამზარეულოსთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ანბანის გამოფენა და წარმოდგენილი იქნება ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ.

ინდოეთი

ინდოეთი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოში დაგეგმილია საზეიმო მიღების გამართვა. ღონისძიებას დაესწრებიან საგარეოსაქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძე და საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნება საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი.