ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები

საქართველოს დამოუკიდებლობისადმი და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება ვაშინგტონის ისტორიულ სასტუმროში Mayflower Hotel. მუსიკალურ გაფორმებასთან ერთად, მიღების აქცენტი იქნება დიზაინერ ეკა ჯავახიშვილის ქართული სამოსის ჩვენება. მიღებაზე მოწვეული არიან პარტნიორები აშშ-ის სახელმწიფო, არასამთავრობო, ბიზნესსა და სამეცნიერო წრეებიდან.

ბელარუსი

ბელარუსი

საელჩო გამართავს მიღებას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

პოლონეთი

პოლონეთი

ვარშავის სადღესასწაულო დარბაზში „ფორტეცა“ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და, ამასთან, საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება. ერთობლივ კონცერტს გამართავენ ქართული კვინტეტი „ურმული“ და პოლონური ფოლკლორული ანსამბლი „ტრებუნიე-ტუტკი“. ფორტეპიანოზე შესრულდება ქართული მუსიკ ვარშავაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის თინი სარალიძის მიერ. გამოიფინება საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების ამსახველი ფოტო-მასლა.