ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები

საელჩო მასპინძლობს ქართული ღვინის მიღებას, რომლითაც იხსნება სმიტსონიან ასოციაციის (Smithsonian Associates) მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ღვინის ცივილიზაციის საწყისების ძიება“ (Exploring the Origins of Wine Civilization). საელჩო მონაწილეობს თავად კონფერენციის ნაწილშიც.

თურქმენეთი

თურქმენეთი

გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისა და საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო მიღება.

აქვე გათვალისწინებულია გამოფენის მოწყობა სერიიდან "Spectacular Georgia". წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია - მინერალური წყლები, წვენები, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

მიღების მუსიკალური გაფორმებისათვის გამოყენებული იქნება ქართული სიმღერები და მელოდიები, რომლებსაც შეასრულებენ თურქმენი მომღერლები და მუსიკოსები.