შემოგველია ეს შემოდგომაც. მოდის ზამთარი და მოტაატობს, ეზო-კარს ჭირხლად შემოადგება, წაფერდილ ღობეს ცერად წაათოვს. ვრცლად »
ავტორის სტატიები
მარიკა ქუთათელაძე
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პორტრეტი, Portraitთარგმანი ათანას ფეტის ლექსისა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: თარგმანებიმოველ, მოგახარო რათა – გაიფანტა ღამის ბინდი
და მზის ცხელი ათინათი ხის ფოთლებზედ აბირბილდა. ვრცლად »
ბაგრატიონთა გორდა ხმლისა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: სხვადასხვაგორდა ხმალი, ჩემი დარი, ცისქვეშეთში არის განა?
კოხტაურად სატორღვები ღვთითკურთხეულ გვარისგანა.
.
გოჩა ლაღიძის სევადიანი ხმლისა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები.
დავლურში გავედევნები ალგეთს დაზრდილსა მგლებსაო,
დავენათები მტრებსაო, დავაკვნეტ ჯაჭვის თვლებსაო.
.
მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი იმერ-ამერისა,
ძარღვი მომდევს ხალიბური რკინის, პირველნაკვერისა.
მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი ნუ გაქვს შამოკვრისა, ვრცლად »
რუბიკონი – ჰამაც ბერდიაევი
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – ისე, ეგ პერდიაევი რო ჰყამდათ რუსებს, მაგარი მუდრი ვინმე იყო, ხო იცი.
გურამა – ვინა? ბერდიაევი ხო არა? როგორც პაპუნა კორძაია იტყოდა – ვა-ხა-ხა-ხა-ხა!
ისე, შენ ვისზე რა ნაკლები ხარ? თუ შენი ბუტკის ზომით შეგაფასებთ, დიოგენი ხარ ნამდვილი. ვრცლად »
ნამეტია ბერძენიშვილი
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პორტრეტი, Portrait
ეს ქალბატონი ნამეტია ბერძენიშვილია,
ეროვნული გმირის, ვალოდია გოგუაძის მეუღლე.
ამგვარად შევძელი მისი სახის აღდგენა
გახუნებული ფოტოდან.
როცა გოგუაძე ხალხს აგროვებდა აჭარის
გასათავისუფლებლად, ასე მოუწოდა ქართველებს: - სამშობლოსათვის სიკვდილზე გეპატიჟებითო.
პირველი ნამეტია ავიდა ჯავშნოსან მატარებელში
და გვერდით დაუდგა მეუღლეს.
შემდეგ კი ლევილის დიასახლისი იყო.
იგი ჩემთვის ეროვნული გმირია, იმის მიუხედავად,
გაიღებს თუ არა ამ მოწყალებას სახელმწიფო.
გურამა – რა კარგ ხასიათზე ხარ რუბიკ-ჯან, ღიღინებ, ულვაშებში გეღიმება, კაი კლიენტი იშოვნე ალბათ და აყაჭვიებ ფულს, ხომ? ვალუტაზე იხდის? უცხოელია?
რუბიკა – პაჩტი. აქაური გოგოა, ოღონდ გრეკების რძალი. სპეციალნა იქიდან აქ ჩამოვიდა, რო ჩემი შეკერვილი ტუფლი წაღოს და ყველას ანახოს, რა მასტერია რუბიკა. ტაკ ჩტო, ყველაფერი ფულით არ იზომება. ვრცლად »

