Alternativa

ელექტრო მობილების ქარხანა ქალაქ ქუთაისში

2019 წლის 6 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ელექტრომობილების წარმოება დააანონსა. ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანია „ჩანგანია“, რომელსაც პარტნიორობას ქართული კომპანია „აიგრუპი” უწევს.      კომპანია „აიგრუპსა“ და „ალტერნატივას“ შორის პირველი შეხვედრა სექტემბრის თვეში შედგა. შეხვედრაზე ჩვენი საპროექტო გუნდი გაეცნო „აიგრუპის“ იდეებს, გეგმებს, ფუნქციონალური და ტექნოლოგიური პროცესების მასშტაბებს და შეგროვდა კონცეპტუალური დიზაინისთვის მოსამზადებელი ინფორმაცია.      ამავე თვეში „ალტერნატივამ“ მოამზადა 6 კონცეპტუალური დიზაინის მქონე პროექტი სხვადასხვა კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით, [...]