‘ჭაშნიკი’ - კატეგორიის არქივი

2 თებ 2012

ტირისკონიდან ტირისდენამდე

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

შემოგველია ეს შემოდგომაც. მოდის ზამთარი და მოტაატობს, ეზო-კარს ჭირხლად შემოადგება, წაფერდილ ღობეს ცერად წაათოვს. ვრცლად »

26 ნოე 2011

თარგმანი ათანას ფეტის ლექსისა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: თარგმანები

მოველ, მოგახარო რათა – გაიფანტა ღამის ბინდი
და მზის ცხელი ათინათი ხის ფოთლებზედ აბირბილდა. ვრცლად »

24 ოქტ 2011

გოჩა ლაღიძის სევადიანი ხმლისა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

.

დავლურში გავედევნები ალგეთს დაზრდილსა მგლებსაო,
დავენათები მტრებსაო, დავაკვნეტ ჯაჭვის თვლებსაო.

.

15 ოქტ 2011

გოჩა ლაღიძის ჭოლაურისა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი იმერ-ამერისა,
ძარღვი მომდევს ხალიბური რკინის, პირველნაკვერისა.
მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი ნუ გაქვს შამოკვრისა, ვრცლად »

23 სექ 2011

რუბიკონი – ჰამაც ბერდიაევი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა – ისე, ეგ პერდიაევი რო ჰყამდათ რუსებს, მაგარი მუდრი ვინმე იყო, ხო იცი.
გურამა – ვინა? ბერდიაევი ხო არა? როგორც პაპუნა კორძაია იტყოდა – ვა-ხა-ხა-ხა-ხა!
ისე, შენ ვისზე რა ნაკლები ხარ? თუ შენი ბუტკის ზომით შეგაფასებთ, დიოგენი ხარ ნამდვილი. ვრცლად »

10 სექ 2011

რუბიკას წყევლა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

გურამა – რა კარგ ხასიათზე ხარ რუბიკ-ჯან, ღიღინებ, ულვაშებში გეღიმება, კაი კლიენტი იშოვნე ალბათ და აყაჭვიებ ფულს, ხომ? ვალუტაზე იხდის? უცხოელია?
რუბიკა – პაჩტი. აქაური გოგოა, ოღონდ გრეკების რძალი. სპეციალნა იქიდან აქ ჩამოვიდა, რო ჩემი შეკერვილი ტუფლი წაღოს და ყველას ანახოს, რა მასტერია რუბიკა. ტაკ ჩტო, ყველაფერი ფულით არ იზომება. ვრცლად »

28 აგვ 2011

რუბიკონი – კენგურუ და ჟამანაკი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა – ვაჰ, ბარევ ძეს, ცავატანემ. დაიცა, რაღაც შენი სიფათი არ მამწონს, ხო იცი. ჯერ მზეც არ ამოსულა და ზედ უჟე შარი გაწერია, ელი.
გურამა – მართალი ხარ. რაცხა იმფერ ხასიათზე ვარ ახლა, რომე ეს სიმღერა მინდა დავსძახო ხმამაღლა: ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოოოთ! ვრცლად »

25 აგვ 2011

რუბიკონი – ბახჩო სევასტიანის უკუღმა დაწერვის სევდიანი ამბავი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა – გურამჩიკ, ცხელ-ცხელი ამბავი გინდა?
ტელევიზორში ანახეს უსტოიჩივი ეკონომიკის ნასტოიჩივი მინისტრი ქობულოვა, რომელიც რომ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლებას ვსემირნი ბანკის ინდექსის პუნქტის ამბავში, ეგრეთი პასუხი მისცა – ეს მნიშვნელობას უწევს ინვესტორს, რომელიც პასუხის ქვეშ დებს რომელ ქვეყანაში შემოვიდეს. ვრცლად »

13 აგვ 2011

მაცხოვრის კვართის

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

მაცხოვრის კვართის, ღვთისმშობლის კალთის, წმინდა გრაალის მადლით ფენილი, აღორძინდება მამული ქართის, ენა და რწმენაგადარჩენილი. ვრცლად »

4 ივლ 2011

გვანცას ლექსი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

მარიობისთვის ხვატი,
დიდი, ყვითელი ხვადი,
დაუფლებია მთაბარს.
ირგვლივ ყუყუჩი სუფევს,
თითქოს სამყარო უსმენს
ჭრიჭინობელას ზღაპარს, ვრცლად »

სულ 34 გვერდი