პოლიტსატირა – შეიცან თავი შენი
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: იუმორიზოგი პოლიტიკოსი
საღ აზრს გამოეთიშა,
სარეკლამო რგოლებით
თავი გაიფეტიშა,
გამოფინა ბილბორდი,
პლაკატი და აფიშა,
რასაც ხალხმა ხალისით
აყაყა და აფიშა.
ზოგი პოლიტიკოსი
საღ აზრს გამოეთიშა,
სარეკლამო რგოლებით
თავი გაიფეტიშა,
გამოფინა ბილბორდი,
პლაკატი და აფიშა,
რასაც ხალხმა ხალისით
აყაყა და აფიშა.
კაცის ბუნება ჭრელია, მისწრაფებანი – მრავალი,
თუმცა, მთავარი ის არის, რაა კაცისთვის მთავარი,
გული სიყვარულს დაეძებს, კუჭი მიილტვის ჭამისკენ,
გონება – შემეცნებისკენ, სული – მთვარიან ღამისკენ, ვრცლად »
პატარა კახთან ერთ ვაჭარს მიუტანია დესაუ – ევროპელობა თუ გინდა, უნდა დაიდგა ესაო.
უთქვია ერეკლესაო – შარი არ მინდა დღესაო, რა ოხრად მინდა დესაუ, დღე და ღამ ხმალსა ვლესავო… ვრცლად »
გულაზიზი ხომ არ ხართ რომელიმე?
მაშინ მისმინეთ გულდასმით:
ჰომო ერექტუსიდან რომ ვიანგარიშოთ კაცის წარმომავლობა და იმდროინდელი ათასიოდე ერექტუსი და დღევანდელი 6 მილიარდი ადამიანი გავასაშუალოთ გინდაც ნახევარ მილიარდად, ვრცლად »
ჩემს საყვარელ მთავრობასთან შეკითხვა მაქვს პაწია –
დაპირების შესანახად თუ ივარგებს კვაწია. ვრცლად »
რიჩარდ აბნეგო
სენატორი ტეხასის შტატიდან
ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს პრობლემები ტრადიციულ ფასეულობებთან კავკასიელ მიგრანტთა მენტალური კონფლიქტის ჭრილში
ამონარიდი აშშ სენატში სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით წაკითხული მოხსენებიდან ვრცლად »
მე ვარ შაჰი თამაზი,
მიყვარს დილის ნამაზი,
ნადირობაც მიტაცებს, მიმინო და გავაზი, აქეთ რუხი ნაგაზი, იქით შავი ავაზა, ცხენი ინალიფასი, მშვილდი ოჩიგავასი. ვრცლად »
- ტონიკო თუ გახსოვს შენე, ქე რო უფშტვენს მგონი პაწა, აგრაფინას ქორწილში რო გალუსტიკით მეიწლაწა, ფილდიკოსის ჩულქებიან ქალს რო თვალი დოუპრაწა, ერთი ხელით ხაჭაპური ჩანგალზე რო წამოაცვა, მეორეთი ბარკალს წაწვდა და ტყემალში ამოგნაწა, თელი სუფრა მოწრაწა და გალუსტიკზეც დეიწრაწა… ვრცლად »
დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ ოცი წელია,
სახლის ნულიდან აგება, რაღა თქმა უნდა, ძნელია, ვრცლად »
თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები,
პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები. ვრცლად »