შემოგველია ეს შემოდგომაც. მოდის ზამთარი და მოტაატობს, ეზო-კარს ჭირხლად შემოადგება, წაფერდილ ღობეს ცერად წაათოვს. ვრცლად »
‘ლექსები’ - კატეგორიის არქივი
გოჩა ლაღიძის სევადიანი ხმლისა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები.
დავლურში გავედევნები ალგეთს დაზრდილსა მგლებსაო,
დავენათები მტრებსაო, დავაკვნეტ ჯაჭვის თვლებსაო.
.
მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი იმერ-ამერისა,
ძარღვი მომდევს ხალიბური რკინის, პირველნაკვერისა.
მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი ნუ გაქვს შამოკვრისა, ვრცლად »
მაცხოვრის კვართის, ღვთისმშობლის კალთის, წმინდა გრაალის მადლით ფენილი, აღორძინდება მამული ქართის, ენა და რწმენაგადარჩენილი. ვრცლად »
მარიობისთვის ხვატი,
დიდი, ყვითელი ხვადი,
დაუფლებია მთაბარს.
ირგვლივ ყუყუჩი სუფევს,
თითქოს სამყარო უსმენს
ჭრიჭინობელას ზღაპარს, ვრცლად »
ცით მეოტია დარდი ნოტიო,
ქუჩამ უცები და უცნაური
ჩამოიფხატა ბინდი.
მხოლოდ ჩრდილები მიდი-მოდიან,
თვლემს ლამპიონის ნისლა აურა
და იზმორება ხიდი. ვრცლად »
როცა მისი გაღიმება მენატრება და ნაღველი სუროსავით მეპარება, როცა მხოლოდ მოგონებებს ვეფერები და ნუგეშად მრჩება ოდენ დაპირება, ზღვა მოლოდინს აღარ უჩანს ნაპირები და იმედიც ჩინჩხვარივით იფერფლება, ზურგის ქარი მრჩება გადმოსაბირები, აფთიონი, ზვირთები და ვარსკვლავები. ვრცლად »
ხანდროს, როცა დაღლილ ქალაქს ფორიაქის შნო აღარ აქვს,
როცა მისი შმაგი ვნება მიცხრება და მინელდება,
როცა რული ეკიდება სულს, სიმშვიდემონაშიებს, ხოლო კაბადონი ტატნობს ძოწად შემოიარშიებს, ვრცლად »
კიდევ ერთი ღამე თეთრად გათეული,
ამ უძირო სულში რა არ დატეულა,
სიხარული ბევრი, უამრავი წყენა,
ოცნებათა ჩონჩხი, დამსხვრეული რწმენა, ვრცლად »
ლამის წელიწადია, შენზე არ დამიწერია, მომენატრა, ცხადია, ეს ღვთიური მისტერია, სხვა რაღა მაბადია, ლექსები და იმედები, შენ კი, შენ რა გწადია, ჩემკენ რომ არ იხედები… ვრცლად »