‘რამე–რუმე’ - კატეგორიის არქივი

7 აგვ 2009

შელ ტრეპი – ორგანიზების ხელოვნების საფუძვლები

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პოლიტმარკეტინგი

შესავალი

არსებობს ორგანიზების ხელოვნების ძირითადი ინსტრუმენტები და საფუძვლები, მაგრამ ეს ინსტრუმენტები და საფუძვლები არ არის უნივერსალური. აუცილებელია მათი ისე შესწავლა და ადაპტირება, რომ უპასუხონ თქვენს კონკრეტულ სიტუაციას. ვრცლად »

14 ივლ 2009

დავით სოსლანი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: საზრისი

ახლახანს შესრულდა 800 წელი დავით სოსლანის გარდაცვალებიდან

დავით სოსლანი საქართველოს ოქროს ხანის ერთ–ერთი სიმბოლოა და მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთობით.

სწორედ ეს აშინებს ჩვენს საერთო მტერს და ჯერჯერობით ახერხებს კიდეც თავისას.

თუმცა, ულევი რესურსი არც ამ სიგლახეს აქვს და ჩვენც ჩვენი საკეთებელი რომ უნდა ვაკეთოთ, ესეც ცხადია.

ჰოდა, იქნებ დროა, რომ საქართველომ ამ თარიღის აღსანიშნავად ძეგლი დაუდგას თავის საამაყო სარდალს.

მე ამგვარად წარმომიდგენია ეს ამბავი:

– საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თუნდაც სიმბოლური წვლილი შეიტანონ მონუმენტის დაფინანსებაში, რათა პროექტმა საერთო–სახალხო მასშტაბი შეიძინოს.

შესაძლოა ეს იყოს სატელევიზიო საკონცერტო მარათონი თანხის სატელეფონო გადარიცხვით, ან უშუალოდ მონუმენტისთვის ფერადი ლითონის შეგროვება.

– ძეგლის აგებას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი კამპანია, ანუ მომზადეს გამოფენები, სპექტაკლები, კონკურსები, სამეცნიერო სიმპოზიუმი თუ სემინარი, სასკოლო ღონისძიებები და ა.შ.

- ალბათ ასევე უნდა შეირჩეს სკოლა, ქუჩა, სკვერი თუ მოედანი, რომელსაც მიენიჭება დიდი მხედართმთავრის სახელი.

ჰო, და…
ერთხელაც ეს ჩემი ნაფიქრალი და ხედვა გავუზიარე ჩემს მეგობარს, თეიმურაზ მურვანიძეს, რომელიც იმდენად დაიმუხტა, რომ იქვე დაიწყო სკულპტურის კონცეფციის განვითარება.

ხოლო სულ მალე ამ ამბიდან მიხმო გია ჯაფარიძის სახელოსნოში, სადაც ჩვენი დროის ამ ორმა დიდმა ხელოვანმა დამახვედრა საოცარი, სწორედ მათი ნიჭის საკადრისი სკულპტურული კომპოზიცია.

ახლა კი მთელი ეს ამბავი თქვენს სამსჯავროზეა.

ჩემი მხრივ ერთს დავძენ მხოლოდ – დავით სოსლანი ოსი და ქართველი ხალხის საერთო სიამაყეა და მას შეუძლია კიდევ ერთი დიდი სამსახური გაუწიოს ჩვენს ურთიერთობებსა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებას.

David Soslan

David Soslan

2 ივნ 2009

ქებაი და დიდებაი (ენათა ხე)

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: საზრისი

 

სამწუხაროდ ენების ამ ხის წარმოშობა ჩემთვის უცნობია და, შესაბამისად, ვერც სანდოობისას ვერას ვიტყვი, მაგრამ ნახვად კი ნამდვილად ღირს. ვრცლად »

26 მაი 2009

პოლიტიკური მარკეტინგი – თემა 4

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პოლიტმარკეტინგი

წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება და
ჩატარება

წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად შექმნილი ორგანიზაციული სტრუქტურები ძალიან ჰგავს ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის ორგანიზაციულ სტრუქტურებს. ვრცლად »

23 მაი 2009

ამერიკის პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სისტემა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პოლიტმარკეტინგი

ამერიკული პოლიტიკური სისტემა საკმაოდ რთულია და იმ წესების უკეთ გასააზრებლად, რომელთა მიხედვითაც წარმოებს წინასაარჩევნო ბრძოლა, საჭიროა გაკვრით მაინც შევეხოთ აშშ–ს პოლიტიკური კლიმატის ძირითად ცნებებსა და მოვლენებს. ვრცლად »

23 მაი 2009

პოლიტიკური მარკეტინგი – თემა 3

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პოლიტმარკეტინგი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

პირველადი პარტიული ორგანიზაციის მუშაობის
ორგანიზება საარჩევნო უბანზე

შესავალი

“შეიქმნას ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი ვიგის გამოცხადებას საარჩევნო უბანში…” ვრცლად »

17 მაი 2009

პოლიტიკური მარკეტინგი – თემა 2

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პოლიტმარკეტინგი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

ადგილობრივი პარტიული აქტივისტის მეგზური
(ამონარიდი) ვრცლად »

16 მაი 2009

პოლიტიკური მარკეტინგი – თემა 1

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პოლიტმარკეტინგი

პარტიის განვითარების გეგმაში შემავალ
ძირითად ამოცანათა ნიმუში

 
I ფაზა

1. შიდა ორგანიზაცია და სისტემური განვითარება
– დაადგინეთ კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, შესაძლო კანდიდატურები და შეხვდით მათ. ვრცლად »

9 მაი 2009

საარჩევნო კამპანიის სტრატეგიული დაგეგმვა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პოლიტმარკეტინგი

ფ. გოულდი

ავტორი გახლავთ დიდი ბრიტანეთის წამყვანი სპეციალისტი პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიის დარგში ვრცლად »

8 მაი 2009

როგორ გავხდეთ ციცერონი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პოლიტმარკეტინგი

(რამდენიმე რეკომენდაცია წინასაარჩევნო სიტყვისთვის)

 

საჯარო გამოსვლა გახლავთ ურთიერთობის უნიკალური ხერხი, რომელთანაც ხშირად ასოცირდება პოლიტიკური მოღვაწის სახე. სურვილის შემთხვევაში ამ ხელოვნების დაუფლება ყოველ ჩვენგანს ძალუძს.

ადამიანთა მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს თანდაყოლილი უნარი აუდიტორიის წინაშე ძალდაუტანებლად ეჭიროს თავი, რაც მათ “ავტომატურად” აქცევს კარგ ორატორებად. ვრცლად »

სულ 2 გვერდი