‘ზნენი სამამაცონი’ - კატეგორიის არქივი

14 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 50, ბოლოთქმა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

 

“…დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ, ცოდვა არ არის ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შეჭამოს, თაგვმა დაჭრას!…”
ილია
ვრცლად »

13 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 49, გამოყენებული წყაროები

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

 

1. აპოლონ როდოსელი –”არგონავტიკა”;

2. ბ. აბაშიძე – “მითოლოგიის ზოგიერთი საკითხი ქართულ   ზეპირსიტყვიერებაში”, თბილისი, 1984;

3. ზ. ავალიშვილი – “ჯვაროსანთა დროიდან”, თბილისი, 1989; ვრცლად »

13 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 48, დამატება

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

 

აქ თავმოყრილია ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ასე თუ ისე გამოადგება მათ, ვინც რაიმე კავშირშია, ან უბრალოდ დაინტერესებულია ქართული საბრძოლო ხელოვნებით.

ვრცლად »

12 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 47, ნაგებობანი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

 

ნამოსახლარი“ვინა თქვა თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი.”
სიმონ ჩიქოვანი

თიხით ნაგები ეს ნამოსახლარი ძ.წ. VI–V ათასწლეულით თარიღდება. საცხოვრებელთა მჭიდრო განლაგება თავდასაცავად უფრო საიმედოა. ვრცლად »

11 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 46, ეტლი და საზიდარი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

 

ურემიეს საოცრად სრულყოფილი ეტლი და სათამაშო ურემი დაახლოებით 5 ათასი წლისანი არიან.

როგორც ხედავთ, მათ უკვე იმ დროისათვის მიუღწევიათ პრაქტიკულად დასრულებული ფორმისთვის, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან ამ მიწაზე უხსოვარ დროში მოიშინაურეს საჭაპანო პირუტყვი. ვრცლად »

10 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 45, საკრავნი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

 
“იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი”
შოთა რუსთაველი

სამთავროს ერთ–ერთ სამარხში ნაპოვნი უძველესი სასულე საკრავი – სალამური ძვ.წ. XV–XIV საუკუნით არის დათარიღებული. მასზე ბევრად უფრო ძველია ძალიანი (სიმიანი) საკრავები, რომლებიც ყაზბეგსა და უფლისციხეშია მიკვლეული და ძვ. წ. IV–III ათასწლეულებით თარიღდება. ვრცლად »

9 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 44, ხმა და ჰანგი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

“რა ესმოდათ მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან”
შოთა რუსთაველი
 

“მრავალხმიანობა ქართულ მუსიკას წარმართობის ხანაშივე უნდა ჰქონოდა და იმ დროითგანვე უნდა ჰქონდეს საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული” – აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილი. ვრცლად »

9 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 43, ნადირობა–გარისობა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

“იცია, ირაობასა ქოჩობაც თანა მოჰყვება,
მაშინდელს ნადირობასა სულ წვრილად ვინღა მოჰყვება.”
არჩილ მეფე

მოვარჯიშეთა ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ბუნებრივ პირობებთან შეგუება, ლაშქრობა, სენთი (ორიენტირება), ბანაკად დგომა, საკვებისა და სამკურნალო მცენარეების მოპოვება და ა.შ. ვრცლად »

8 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 42, ფერი და ანდაზი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

 ”მინდორთა მამშვენებელო, ვარდო გაშლილო ველადა,
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ–წარბის წერადა,
ვინ მისცა საწერ–კალამი, მოგხატა ათასფერადა. ”
ხალხური

 ”შედარებით მცირე ტერიტორიაზე, ქვეყანაში, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ნაციონალური ხასიათი აქვს, – ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მოწმე ფოლკლორის განვითარების სულ სხვადასხვა საფეხურებისა და პროცესებისა… ვრცლად »

8 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 41, მკურნალობა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

“პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა, და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისსა არცა ერთი რა იქმნა რა. მსგავსო ასპიტისაო, ნაშობო იქედნეთაო, რომელი გამოხველ ხეთა ღრმათაგან, მუხათა ძირთაგან, ძირნი შენნი წამლად დაწუნე და განვაქარნე ქარსა მას თანა ნიავქარისა. სართო განთი აფირო კარკიტე სოსანი აღმართა ივლე” – ლოცვანი მრავალთა სენთანი.

სიტყვის მნიშვნელობის ხაზგასმა ამ შელოცვის დასაწყისში შემთხვევითი არ უნდა იყოს. შელოცვებს ქართულ სამკურნალო ტრადიციაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა, ხოლო შემლოცველის უმთავრესი იარაღი კი, ცხადია, სიტყვა გახლდათ. ვრცლად »

სულ 5 გვერდი