პუბლიკაციის ტეგები ‘მურვანიძე’

14 ივლ 2009

დავით სოსლანი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: საზრისი

ახლახანს შესრულდა 800 წელი დავით სოსლანის გარდაცვალებიდან

დავით სოსლანი საქართველოს ოქროს ხანის ერთ–ერთი სიმბოლოა და მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთობით.

სწორედ ეს აშინებს ჩვენს საერთო მტერს და ჯერჯერობით ახერხებს კიდეც თავისას.

თუმცა, ულევი რესურსი არც ამ სიგლახეს აქვს და ჩვენც ჩვენი საკეთებელი რომ უნდა ვაკეთოთ, ესეც ცხადია.

ჰოდა, იქნებ დროა, რომ საქართველომ ამ თარიღის აღსანიშნავად ძეგლი დაუდგას თავის საამაყო სარდალს.

მე ამგვარად წარმომიდგენია ეს ამბავი:

– საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თუნდაც სიმბოლური წვლილი შეიტანონ მონუმენტის დაფინანსებაში, რათა პროექტმა საერთო–სახალხო მასშტაბი შეიძინოს.

შესაძლოა ეს იყოს სატელევიზიო საკონცერტო მარათონი თანხის სატელეფონო გადარიცხვით, ან უშუალოდ მონუმენტისთვის ფერადი ლითონის შეგროვება.

– ძეგლის აგებას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი კამპანია, ანუ მომზადეს გამოფენები, სპექტაკლები, კონკურსები, სამეცნიერო სიმპოზიუმი თუ სემინარი, სასკოლო ღონისძიებები და ა.შ.

- ალბათ ასევე უნდა შეირჩეს სკოლა, ქუჩა, სკვერი თუ მოედანი, რომელსაც მიენიჭება დიდი მხედართმთავრის სახელი.

ჰო, და…
ერთხელაც ეს ჩემი ნაფიქრალი და ხედვა გავუზიარე ჩემს მეგობარს, თეიმურაზ მურვანიძეს, რომელიც იმდენად დაიმუხტა, რომ იქვე დაიწყო სკულპტურის კონცეფციის განვითარება.

ხოლო სულ მალე ამ ამბიდან მიხმო გია ჯაფარიძის სახელოსნოში, სადაც ჩვენი დროის ამ ორმა დიდმა ხელოვანმა დამახვედრა საოცარი, სწორედ მათი ნიჭის საკადრისი სკულპტურული კომპოზიცია.

ახლა კი მთელი ეს ამბავი თქვენს სამსჯავროზეა.

ჩემი მხრივ ერთს დავძენ მხოლოდ – დავით სოსლანი ოსი და ქართველი ხალხის საერთო სიამაყეა და მას შეუძლია კიდევ ერთი დიდი სამსახური გაუწიოს ჩვენს ურთიერთობებსა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებას.

David Soslan

David Soslan

სულ 1 გვერდი