ელექტრო მობილების ქარხანა ქალაქ ქუთაისში

ელექტრო მობილების ქარხანა ქალაქ ქუთაისში

2019 წლის 6 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ელექტრომობილების წარმოება დააანონსა. ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანია „ჩანგანია“, რომელსაც პარტნიორობას ქართული კომპანია „აიგრუპი” უწევს.
     კომპანია „აიგრუპსა“ და „ალტერნატივას“ შორის პირველი შეხვედრა სექტემბრის თვეში შედგა. შეხვედრაზე ჩვენი საპროექტო გუნდი გაეცნო „აიგრუპის“ იდეებს, გეგმებს, ფუნქციონალური და ტექნოლოგიური პროცესების მასშტაბებს და შეგროვდა კონცეპტუალური დიზაინისთვის მოსამზადებელი ინფორმაცია.
     ამავე თვეში „ალტერნატივამ“ მოამზადა 6 კონცეპტუალური დიზაინის მქონე პროექტი სხვადასხვა კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით, რითაც არჩევანის თავისუფლება მიეცა კომპანია „აიგრუპს“ შეერჩია მათი იდეების საუკეთესოდ რეალიზებისთვის საჭირო ოპტიმალური ვარიანტი.
     17 სექტემბერს მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ხელის მოწერიდან 20 დღის ვადაში „ალერნატივამ“ 23 000 კვადრატული მეტრის მქონე ქარხნის პროექტი ქუთაისის მერიაში წარადგინა მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. 4 ნოემბერს კი შესაბამისმა უწყებამ პროექტზე ნებართვა უხარვეზოდ გასცა.
     საერთო ჯამში ელექტრომობილების წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის პროექტირება 95 000 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, რისი შესრულებაც  „ალტერნატივამ“ 20 სამუშაო დღეში მოახერხა. გარდა ამისა, მომზადდა საწარმოო შენობის პროექტის სამრეწველო იატაკის, პანდუსების, შიდა ორმოების, სენდვიჩპანელების, ლითონკონსტრუქციების, მათი გადაბმებისა და კვანძების, საინჟინრო კომუნიკაციებით გათვალისწინებული დეტალური ნახაზები.